воскресенье, 12 октября 2008 г.


პროექტის სახელი: ჩემი მშვენიერი საყარო
პროექტის მოკლე აღწერა: სხვადასხვა სკოლის და კლასის მოსწავლეები რგავენ ოთახის ყვავილებს ქოთნებში და ქმნიან ორანჟერეას (საკლასო ოთახებში, სკოლის დრეფნებში და საკუთარ სახლებში). აკვირდებიოან მათ ზრდა-განვითარებას, ყვავილების მრავალფეროვნებას. აკეთებენ ყვავილების ელექტრო ალბომებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასუსრველი ჯიშის ოთახის ყვავილებს. რგავენ შესაბამისად ზომიერ ქოთანში და ილამაზებენ საკუთარ გარემოს. აკვირდებიან როგორი ტემპით იზრდება თითოეული ყვავილი, გახარების შემდეგ რამდენ ხანში იკეთებს ყვავილს. იკვლევენ თითოეული ჯიშის თავისებურებებს ირებენ ინტერვიუებს ოთახის ყვავილების მოყვარული ადამიანებისაგან და იღებენ ინფორმაციებს. იძიებენ ინტერნეტში და წიგნებში შესაბამის მასალებს მათ მიერ დარგული ჯიშის ყვავილების შესახებ: სად არის ამ ყვავილის სამშობლო, რამდენი ხანია ადამიანის საცხოვრებელ გარემოში უხდება ცხოვრება, ამ ჯიშის რამდენი სახეობაა გავრცელებული მსოფლიოში. მათ შორის რამდენია საქართველოში; რა პირობები, ტემპერატურა, ნიადაგის შემცველობაა მისაღები თითოეული ყვავილისათვის. უღებენ ფოტოებს ყვავილებს, აგროვებენ ამ ჯიშის ყვავილების სხვა სახეობების სურათებს და ქმნიან ფოტოალბომებს. მოსწავლეები ქმნიან ნახატებს, ნაქარტგებს და შექმნილი ნამუშევრების ფოტო ასლებს განათავსებენ ვებ-გალერეაში, აწყობენ ნამუშევრების გამოფენას სკოლაში.აჯამებენ საკუთარი გამოცდილებით მიღებულ შედეგებს და მათთვის საინტერესო
მცენარეების შესახებ მოძიებულ ინფორმაციას და ჰქმნიან ბუკლეტებს ,სადაც ათავსებენ თავისივე გადაღებულ ოთახის ყვავილების სურათებს.
მონაწილეთა ასაკი: 6-10; 11-14; 15-17
ვადები/ხანგრძლივობა: 2009 წლის მარტი-მაისი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ყვავილების შერჩევა და დარგვა საკლასო ოთახებში და სკოლის დერეფნებში. მათი განვითარების თითოეული დეტალის დაფიქსირება და მონაცემების შეტანა ცხრილში. დიაგრამების შექმნა, ოთახის ყვავილების დაყოფა სამკურნალო და დეკორატიულ ყვავილებად (თუ სამკურნალო ოთახის ყვავილებს დარგავენ მათი სამკურნალო თვისებების გამოკვლევა). უღებენ სურათებს ყვავილების მოყვარულ ადამიანთა მიერ შექმნილ ყვავიულთ კოლექციებს. შექმნილი ნამუშევრებისა და ფოტოების გამოფენის მოწყობა სკოლაში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ბლოგებს, სადაც ისინი გამოაქვეყნებენ ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგებს: შეადგენენ ცხრილებს და დიაგრამებს ოთახის მცენარეების განვითარების შესახებ. გადაღებული სურატებით და შესრულებული ნახატებით ან ნაქარგებით აწყობენ გამოფენებს. სკოლის საკლასო ოთახებში და დერეფნებში იქმნება ლამაზი, მშვენიერი გარემო.პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები გამოიმუშავებენ კვლევისა და შრომის უნარს,ჩამოუყალიბდებათ ძიების სურვილი და უნარი;ისინი მეტს გაიგებენოთახის მცენარეების ხასიათისა და პირობების შექმნის შესახებ.გაალამაზებენ სკოლის ოთახებს, დერეფნებს და საკუთარ სახლებს. შექმნიან ოთახის ყვავილების ორანჟერეას, რაც სასიამოვნო სანახავი იქნება როგორც სკოლაში მომუშავე პიროვნებებისათვის, ასევე სტუმრად მოსული ადამიანებისათვის.
სარგებელი სხვებისათვის: პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეების მიერ შექმნილი საოცრად მშვენიერი ბოტანიკური გარემო გარკვეულ ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს
მნახველებს;უკეთეს შემთხვევაში სხვა კლასის მოსწავლეების მიერაც შეიქმნება ასეთივე მომხიბვლელი გარემო (მიბაძვის მაგალითის ძალით) საკუთარ კლასებში
და უკვე შექმნილ მშვენიერ სამყაროში მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილები უფრო მეტად ხალისიანი და ეფექტური იქნება.სკოლაში შექმნილი
მშვენიერი გარემო ხალისიან განწყობილებას შეუქმნის სკოლაში მყოფ ადამიანებსაც
და სტუმრად მოსულ პიროვნებებსაც;ხოლო მისწავლეების მიერ დარიგებული ბუკლეტები გარკვეულ ინფორმაციებს მიაწვდის სხვა კლასების(ან სხვა სკოლების)
მოსწავლეებს ოთახის მცენარეების შესახებ,რაც გარკვეულ წილად გაამშვენიერებს ადამიანების სულიერ სამყაროს.
„მშვენიერება გადაარჩენს სამყაროს“( დოსტოევსკი)
სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვადასხავ საგნებში: მათემატიკაში-დაკვირვებების შდეგების ანალიზისათვის მოსწავლეები შეძლებენ შეაგროვონ მონაცემები დაამუშაონ და შექმნან ცხრილები და დიაგრამები(სვეტოვანი, ხაზოვანი, წრიული. . .), დაადგინონ მოდა, მედეანა, დიაპაზონი, გამოთვალონ ყვავილებისათვის საჭირო საშუალო ტემპერატურა. ბოტანიკაში-შეისწავლონ ოთახის მცენარეების აგებულება, ზრდა-განვითარება, ყვავილობის ხანგრძლივობა, მათთვის საჭირო პირობები. ქიმიაში-სხვადასხვა ოთახის ყვავილებისათვის საჭირო ნიადაგის ქიმიური შემადგენლობის შესწავლით და ანალიზით გაიღრმავებენ ცოდნას ნიადაგის მარილების ტიპებში. ლიტერატურაში-ისწავლიან წიგნზე მუშაოაბს, ნახავენ ქართულ ლიტერატურაში რომელი მწერლის ნაწარმოებებში არის გამოყენებული ოთახის ყვავილები და რა ასპექტით. ხელოვნებაში-მოსწავლეები შექმნიან ნახატებს და მოაწყობენ გამოფენებს, გაეცნობიან აღნიშნული თემის ირგვილვ სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრებს. ნახატების შესრულებით და ფოტო გადაღებებით გამოიმუშავებენ გემოვნებას. ჩამოუყალიბდებათ ესთეტიკური გემოვნება. საინმორმაციო ტექნოლოგიებში-ინტერნეტში მასალების მოძიება, ბუკლეტების გაკეთება, პრეზენტაციების მომზადება, ვებგალერეაში სურათების ატვირთვა და სხვა.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლელა ბედოშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:lelab31@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებგვერდი/blogi: icttraininglabe.blogspot.com